fbpx

მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მაშტაბით

We are a digital agency focused on delivering content and utility user-experiences.

მოგესალმები!

მე ზურა ვარ და აგერ უკვე 1 საათია ვფიქრობ ჩემი და ვატოს შესახებ დავწერო პატარა ისტორია, თუ როგორ დავიწყეთ? რა მიზანი გვაქვს? როგორ ვხედავთ ჩვენს მისიას და ა.შ. სიმართლე გითხრა არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა საკუთარ თავზე საუბარი. თუმცა სწორედ რომ სირთულეების გადალახვა გვაძლიერებს და მოდი მეც დავიწყებ.

ამ პოსტის ზემოთ წერია რომ „ჩვენი ისტორია ვარჯიშის სიყვარულიდან იწყება“. სისულელეა ეგ! როდესაც საიტს ვაწყობდით ეგრე დავწერეთ, ლამაზად ჟღერდა, მაგრამ ეხლა რომ ვუფიქრდები და ვაანალიზებ, ეგრე სულაც არაა. იმიტომ რომ ჩვენი ისტორია ვარჯიშის საჭიროებიდან გამომდინარე დაიწყო და შემდეგ, პროცესში შეგვიყვარდა ვარჯიში.

მე და ვატო გაყიდვების სფეროში ვართ. ის განყოფილების ხელმძღვანელია, მე დაქვემდებარებული მენეჯერი. ვატო ნამდვილი ლიდერია და ჩინებულად ეხერხება მისი გუნდის წევრების მოტივირება, გახალისება და გაერთიანება. მეც კარგი ბიჭი ვარ
ზოგადად, გაყიდვები ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს ჩვენგან. და სწორედ ამენერგიის დეფიციტმა, რაც ჩვენი მოდუნებული, უმოძრაო ცხოვრებით იყო გამოწვეული, გადაგვაწყვეტინა დაგვეწყო ვარჯიში, რათა უფრო მეტი ძალა და ენერგია გვქონოდა და, მოკლედ, უფრო „ხოდზე“ ვყოფილიყავით.

სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ვარჯიში. სულ რაღაც 2 კვირაში უკვე საგრძნობლად გაიზარდა ჩვენი პროდუქტიულობა, ენერგიის მოზღვავება ვიგრძენით, გაცილებით თავდაჯერებულები და ეფექტურები გავხდით. მოიმატა გაყიდვებმაც. ამის შემდეგ მივიღეთ მყარი გადაწყვეტილება, ვარჯიში ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად გვექცია. ამ გადაწყვეტილებას უფრო მასშტაბური მიზნების დასახვა მოჰყვა და გადავწყვიტეთ პროფესიონალურად მივდგომოდით ამ საკითხს.

ჩვენ უკვე საკმარისი გამოცდილება გვქონდა და კარგად ვიცოდით, რომ მასშტაბური მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ორი ფაქტორის გარეშე, ესენია: გარემოცვა და მენტორი! ამიტომ ჩვენი სიტყვით და საქმით დავიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, უარი ვთქვით სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტან საკვებზე და რადიკალურად შევცვალეთ ჩვენი ცხოვრების წესი.

ამ ყველაფერმა კი უდიდესი დაინტერესება გამოიწვია ჩვენს გარემოცვაში და უკვე რამდენიმე დღეში არაერთმა ჩვენმა მეგობარმა თუ ნაცნობმა დაიწყო ვარჯიში და უარი თქვა მავნე ჩვევებზე. ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა და გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ვარჯიშითა და სწორი კვებით დაინტერესებული ადამიანები და შეგვექმნა განვითარებაზე ორიენტირებული ერთგვარი ჯანსაღი საზოგადოება.

მალევე ჩვენს წინ დადგა საკვებ-დანამატების მიღების აუცილებლობა. ამ სფეროში ჩახედულმა ყველა ადამიანმა იცის რომ დანამატების მიღებაც ისევე მნიშვნელოვანია ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობების დროს, როგორც სწორი კვება და თავად ვარჯიში.

მალევე საკვებ-დანამატების სფეროშიც გავერკვიეთ, თუ როგორ უნდა შეგვერჩია ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო დანამატები ჩვენი მიზნებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე და საწყის ეტაპზე პირადი მოხმარების მიზნით შევიძინეთ რამდენიმე დანამატი. ამის შემდეგ კი გაგვიჩნდა სურვილი, ეს დანამატები მისაღებ ფასში ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენი გარემოცვისთვისაც, რადგან ადგილობრივ მაღაზიებში მათი შეძენა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. სწორედ ამ სურვილმა დაბადა იდეა საიტის შექმნისა, რომლის პირველი მიზანი ინფორმაციული ფასეულობის გავრცელება და ასევე საკვებ-დანამატების თითქმის თვითღირებულების ფასში შეთავაზებაა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეგვიწყვეტია ფიქრი მენტორის საკითხზე. მენტორი არის ადამიანი, ვინც უკვე მიაღწია იმ მიზანს, რისკენაც ჩვენ მივილტვით და მას საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენ, იგივეს გაკეთებაში. თუმცა ჩვენი მთავარი კრიტერიუმი მენტორის შერჩევისას, მისი პიროვნული თვისებები იყო და არა სპორტული გამოცდილება. ამიტომ არ ვჩქარობდით გადაწყვეტილების მიღებას.

ერთ დღეს დარბაზში ვარჯიშის დროს, ჩვენი კლუბის ერთ-ერთ პერსონალურ ტრენერს მიმართა ვატომ თხოვნით, სწორი სავარჯიშო პროგრამის შედგენაზე. სწორედ ასე გავიცანით ლევანი. მის მიერ გამოჩენილმა ყურადღებამ, პროფესიონალიზმმა და მზრუნველობამ ჩვენს მიმართ, მით უფრო რომ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა ასე გადაგვყოლოდა თან, ძალიან გაგვახარა და რამდენიმე დღიანი უერთიერთობის შემდეგ, მოვუყევით თუ რას ვაპირებდით, რა იყო ჩვენი მიზანი და როგორ გვინდოდა დავხმარებოდით დამწყებ მოვარჯიშეებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. არც კი დაფიქრებულა ლევანი ისე მიიღო მყარი გადაწყვეტილება თავისი წვლილი შეეტანა ამ ყველაფერში, მით უფრო რომ მისი ცოდნა ამ სფეროში ფასდაუდებელი აქტივია და ზედმიწევნით კარგად იცის თუ რა პრობლემებს აწყდებიან სატრენაჟორო დარბაზში მისული ადამიანები და როგორ დაეხმაროს მათ მაქსიმალურად ეფექტური და ინდივიდზე მორგებული სავარჯისო პროგრამითა თუ კვების რაციონის შედგენით.

დაუსრულებლად შემიძლია ლევანის პროფესიონალიზმზე და პიროვნულ თვისებებზე საუბარი, მაგრამ ერთს ვიტყვი, ის არის ძალიან ნიჭიერი, კრეატიული და კარგი იუმორის მქონე ადამიანი, ჰო კიდე, დიდი და მაგარი კუნთები აქვს   და ჩვენც გვეხმარება ამ მიმართულებით მუშაობაში.  კიდევ უამრავი ვიდეო, Live და პოსტი დაიდება ამ საიტზე ლევანიზე და ლევანის მიერ, და შეგეძლებათ უფრო ახლოს გაიცნოთ იგი.

ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ჩვენს მიზანს, თუ რატომ წამოვიწყეთ ეს საქმე. დარბაზში მოვარჯიშე საზოგადოებაზე დაკვირვებით და პირადი გამოცდილებით, აღმოვაჩინეთ, რომ სპორტულ დარბაზებში არამარტო სხეულები, ურთიერთობებიც ჯანსაღია და ძალიან სასიამოვნო. სწორედ ამიტომ გვსურს მთელი ქართული სავარჯიშო სივრცის, მოვარჯიშე საზოგადოების გაერთიანება.

ჩვენ ჩვენი ცნობიერი არჩევანი უკვე გავაკეთეთ და უარი ვთქვით თამბაქოზე, ალკოჰოლზე, არაჯანსაღ საკვებზე. ყველაფერზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე. და ნაცვლად ამ ყველაფრისა ჯანმრთელი ცხოვრება, განვითარება, მუდმივი სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა ავირჩიეთ. სპორტული ცხოვრება და ფორმის შენარჩუნება მკაცრ დისციპლინას, ერთგულებას, თავდადებას და საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებობას ნიშნავს. ჩვენ კი ასეთ გარემოცვას ვქმნით… და ბოლოს ჩემი მენტორის სიტყვებით მინდა დავასრულო:

რასაც არ უნდა ვქმნიდეთ, ჩვენ ვქმნით საკუთარ თავს!

Creative Design

Erat metus sodales eget dolor consectetuer, porta ut purus at et alias, nulla ornare velit amet enim

100% Money Back Guarantee

Erat metus sodales eget dolor consectetuer, porta ut purus at et alias, nulla ornare velit amet enim

Online Support 24/7

Erat metus sodales eget dolor consectetuer, porta ut purus at et alias, nulla ornare velit amet enim

What do we do?

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque laudantium, totam rem aperiam, eaque ipsa quae ab illo inventore veritatis et quasi architecto

Our Mission

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque laudantium, totam rem aperiam, eaque ipsa quae ab illo inventore veritatis et quasi architecto

History Of Us

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque laudantium, totam rem aperiam, eaque ipsa quae ab illo inventore veritatis et quasi architecto

What can we do for you ?

Nam liber tempor cum soluta nobis ?

Adipiscing lacus ut elementum, nec duis, tempor litora turpis dapibus. Imperdiet cursus odio tortor in elementum. Egestas nunc eleifend feugiat lectus laoreet, vel nunc taciti integer cras. Hac pede dis, praesent nibh ac dui mauris sit. A nullam ut, tempus nulla. Rutrum orci sit commodo vivamus quam adipiscing, ullamcorper magna donec integer eget mauris quisque.

Typi non habent claritatem insitam est usus legentis ?

Adipiscing lacus ut elementum, nec duis, tempor litora turpis dapibus. Imperdiet cursus odio tortor in elementum. Egestas nunc eleifend feugiat lectus laoreet, vel nunc taciti integer cras. Hac pede dis, praesent nibh ac dui mauris sit. A nullam ut, tempus nulla. Rutrum orci sit commodo vivamus quam adipiscing, ullamcorper magna donec integer eget mauris quisque.

Quod mazim placerat facer possim assum ?

Adipiscing lacus ut elementum, nec duis, tempor litora turpis dapibus. Imperdiet cursus odio tortor in elementum. Egestas nunc eleifend feugiat lectus laoreet, vel nunc taciti integer cras. Hac pede dis, praesent nibh ac dui mauris sit. A nullam ut, tempus nulla. Rutrum orci sit commodo vivamus quam adipiscing, ullamcorper magna donec integer eget mauris quisque.

Vitae ultricies gravida id justo consequat enim ?

Adipiscing lacus ut elementum, nec duis, tempor litora turpis dapibus. Imperdiet cursus odio tortor in elementum. Egestas nunc eleifend feugiat lectus laoreet, vel nunc taciti integer cras. Hac pede dis, praesent nibh ac dui mauris sit. A nullam ut, tempus nulla. Rutrum orci sit commodo vivamus quam adipiscing, ullamcorper magna donec integer eget mauris quisque.

What Our Customers Says ?

These guys have been absolutely outstanding. Perfect Themes and the best of all that you have many options to choose! Best Support team ever! Very fast responding! Thank you very much! I highly recommend this theme and these people!

Code, template and others are very good. The support has served me immediately and solved my problems when I need help. Are to be congratulated.

Support and response has been amazing, helping me with several issues I came across and got them solved almost the same day. A pleasure to work with them!

51639641