fbpx

მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მაშტაბით

PRE-WORKOUT 30 პორცია

PRE-WORKOUT 30 პორცია

65.00

Bodylogix Energizing Pre-Workout მოქმედების ეფექტი:
– ზრდის ფიზიკურ ძალას და გამძლეობას
– აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს
– ზრდის შრომისუნარიანობას
– ასტიმულირებს ენერგიას
– ზრდის მშრალი კუნთის მასას
– უსწრაფესად აღადგენს კუნთოვან ქსოვილს

მიღების წესი: შეფუთვაში მოთავსებული 1 კოვზი (1 პორცია) გახსენით 150-250 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. ვარჯიშის დროს დალიეთ ამინო კომპლექსი, დღის განმავლობაშ მიიღეთ 2,5-3 ლიტრი წყალი.

შეფუთვაშია: 30 მიღება

Compare

Share this product

Description

Bodylogix Energizing Pre-Workout მეცნიერულად ფორმულირებული, სუპერ-კონცენტრირებული, ყველა დონის სპორტსმენისთვის განკუთვნილი ვარჯიშის წინ მისაღები დანამატია, რომელიც მოგცემთ შინაგან დინჯ ენერგიასა და ძალას დიდი ხნის განმავლობაში. იგი ერთიორად გაზრდის თქვენს შესაძლებლობებს.
Bodylogix Energizing Pre-Workout – ის უნიკალურ ფორმულა უზრუნველყოფს ძალის, გამძლეობის და ვარჯიშის ნაყოფიერების წარმოუდგენელ ზრდას. მასში შემავალი კლინიკურად დამტკიცებული და დაბალანსებული ნივთიერებების კომბინაცია უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას უჯრედულ დონემდე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს გამძლეობას და ძალოვან მაჩვენებლებს ვარჯიშის დროს. სხვა ენერგეტიკებისაგან განსხვავებით, არ შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, ამიტომ არ იწვევს გულის აჩქარებას და მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

შემადგენლობა:
• კრეატინის ნიტრატი (Creatine Nitrate) – პროდუქტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ატფ-ის სინთეზის გაძლიერებას და ანაბოლიზმის პროცესის გაუმჯობესებას. გარდა ამისა კრეატინ ნიტრატი ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და უზრუნველყოფს კუნთის ქსოვილებში საკვები ნივთიერებების უკეთესად მიწოდებას.
• ბეტა-ალანინი – წარმოადგენს ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს, აუმჯობესებს გამძლეობას და შრომისუნარიანობას, მონაწილეობს შაქრის და სხვა ორგანული მჟავების მეტაბოლიზმში.
• არგინინი AKG – აღნიშნული პრეპარატი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონისა და ინსულინის გამომუშავებას, ის ასევე აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი მარაგების შემცირებას. არგინინი აუცილებელია პროტეინის სინთეზისათვის,
• კოფეინი – ნერვული სისტემის მუშაობის და ენერგიის გამომუშავების ძლიერი სტიმულატორი. მისი დამსახურებით თქვენ ვერ იგრძნობთ დაღლას, მაღლდება ფოკუსირება და კონცენტრაცია.
• ვიტამინი B12 – ხელს უწყობს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გაუმჯობესებას და გაძლიერებას.
• ტაურინი – ამინომჟავა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ აღდგენას მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ის აგრეთვე იცავს კუნთებს კატაბოლიზმისგან, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და კონცენტრაციას.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “PRE-WORKOUT 30 პორცია”

Your email address will not be published. Required fields are marked *

51639641